Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შალვა ნათელაშვილი: ჩაილურის წყალი დალია 100 ქარხნის აშენების დაპირებამ, უფასო ჯანდაცვამ და განათლებამ

თარიღი : 27-05-2014, 18:36 | კატეგორია: პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„ლეიბორისტების“ლიდერი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა. შალვა ნათელაშვილი წყალტუბოს, ხონის, სამტრედიისა და ვანის მოსახლეობას შეხვდა.
ნათელაშვილმა მოსახლეობას მათი პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის საარჩევნო ნომრის შემოხაზვისაკენ მოუწოდა.
„ჩემი ძალისხმევით მოხდა 1997 წელს, უფასო სწავლის დაკანონება. თავის დროზე, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, გითხარით, რომ ის შევრდნაძეზე უარესი აღმოჩნდებოდა. მაშინ რისხვის ობიექტი ვიყავი და მთელ საქართველოში მლანძღვადნენ. შემდეგ ამბობდნენ, ამას როგორ მიხვდაო. მაგას რა მიხვედრა უნდა, სააკაშვილს რომ შეხედავ, მაშინვე მიხვდები, ვინ არის. სააკაშვილის შემდეგ ივანიშვილი მოვიდა და მასზეც ვამბობდი, რომ არ გამოდგებოდა. ივანიშვილი ხელისუფლებაში ხალხის ნდობით მოვიდა და ბიზნესებს დაეპატრონა. თბილისში ხუმრობენ, მილიარდერი ავირჩიეთ და ღარიბაშვილი დაგვინიშნესო. ოცი ათას ლარს ხარჯავენ პოლიტიკურ რეკლამაში. მე რომ ამდენი მქონდეს, ოჯახს გეფიცებით, რეკლამას საერთოდ არ გავაკეთებდი და ქუჩა-ქუჩა დავარიგებდი ამ ფულს. ყვარყვარეობა არის დღეს ჩვენი ხელისუფლება. ჩაილურის წყალი დალია 100 ქარხნის აშენების დაპირებამ, უფასო ჯანდაცვამ და განათლებამ. დღეს აიღეს და გამოიტანეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, თითქოს ის იყო ჩვენი მიზანი, რომ სექსუალურ უმცირესობებს სრული ხელშეუხებლობა ჰქონოდათ. 15 ივნისს ივანიშვილის რეჟიმს ერთი კარგი მამაპაპური პანღური უნდა ამოვკრათ,“ - განაცხადა ნათელაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.


ნანახია: 1922-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ამომრჩევლებს რუსეთთან უვიზო რეჟიმის აღდგენას, აფხაზეთისა და
"თუ მე მომცემთ ხმას, გეშეველებათ. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენი საარჩევნო პროგრამა საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში გაუქმდება საშვთა სისტემა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება

ამინდი