Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გზაში მიტოვებული მეგობრები' ანუ 'ნაციონალების' გუნდურობა ქუთაისურად

თარიღი : 27-05-2014, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ორი დეპუტატი გია გოქაძე და მერაბ ბარათაშვილი საკუთარმა თანაგუნდელებმა საარჩევნო სიაში არ ჩასვეს, რითიც თანამოაზრეები პრაქტიკულად პოლიტიკური მომავლის გარეშე დატოვეს. "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 5 კაციანი ფრაქციის ორი დეპუტატი, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუთაისის საკრებულოში დაწყებულ დიდ "პატრიოტიზაციას" გაუძლეს, პარტიის ვერც მაჟორიტარულ და ვერც პროპორციულ სიაში ვერ მოხვდა. შესაბამისად, გოქაძე–ბარათაშვილმა თავისივე გუნდის გადაწყვეტილებით ახალ საკრებულოში მოხვედრის თეორიული შანსიც კი დაკარგა.
რა ნიშნით "დაიწუნეს" საკრებულოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დეპუტატები თანაგუნდელებმა და როგორია ქუთაისელი "ნაციონალებისთვის" ერთგულების ფასი? - ამაზე "დამწუნებლებსა" და "დაწუნებულებს" განსხვავებული პოზიციები აქვთ.
ერთადერთი რაზეც ორივე მხარე თანხმდება, არის ის რომ ფრაქციის წევრების თანამოაზრეებად მოხსენიება მხოლოდ ფორმალობა იყო, რეალურად კი მათ ფუნდამენტურ საკითხებზე დიდი ხანია რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებამ გამოააშკარავა კიდეც.
გოქაძე–ბარათაშვილმა, რომლებიც პარტიულ სიაში მოხვედრის სურვილს თავიდანვე არ მალავდნენ, მომხდარის შემდეგ მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, თუმცა, საინფორმაციო სააგენტო topnews-სთან საუბარში დეპუტატები თანაგუნდელების მიერ გამოჩენილ უმადურობაზე საუბრობენ და პარტიის გადაწყვეტილების შეფასებისას რელიგიური ასოციაციები უჩნდებათ.
"რა თქმა უნდა საწყენია, რომ ასე მოხდა, მაგრამ ქრისტე გააკრეს ჯვარზე ადამიანებმა და მე ვინ დამინდობდა? ვერ გეტყვით რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი, შესაძლოა მათთვის ჩემი მუშაობა არ იყო საკმარისად რეზონანსული. ამასთანავე არ ვმალავ, რომ ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვქონდა რიგ საკითხებზე, მაგრამ არც ესაა გასაკვირი, განსხვავებული აზრი მხოლოდ სასაფლაოზე არ არსებობს. რაც შეეხება ერთგულების დაფასებას, შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ მათ უბრალოდ ასე გადაწყვიტეს და მე წარმატებებს ვუსურვებ",–ამბობს მერაბ ბარათაშვილი.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი უკლება კი საკითხს პრაგმატულად უდგება და ამბობს, რომ ერთგულება არაფერ შუაშია,როცა საქმე პოლიტიკური ორგანიზაციის სტრატეგიას ეხება. მისი თქმით, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის მომავალზეა გათვლილი, პარტიის არც ერთი წევრისთვის საწყენი არ უნდა ყოფილიყო.
"დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში. ეგრე არც გიგი უგულავა არის სიაში. არ არის სავალდებულო ყველა მოწინავე ადამიანი სიებში მოხვდეს. ეს ფაქტი მათ სულაც არ აკნინებთ. შესაძლოა მეც არ ვყოფილიყავი სიაში,მაგრამ ამის გამო თავს დაჩაგრულად არ ვიგრძნობდი და ალბათ არც ისინი გრძნობენ ამას",–ამბობს უკლება.
თანაგუნდელების მიერ "დაწუნებული" კიდევ ერთი დეპუტატი გია გოქაძე, უკლებას განცხადებაში ერთადერთ დადებითს იმ ნაწილში ხედავს, სადაც უკლება გიგი უგულავაზე საუბრობს.
"თუ უკლებამ გიგი უგულავას შემადარა, ეს დიდი კომპლიმენტია ჩემთვის. რაც შეეხება მათ გადაწყვეტილებას, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენს გარეშეც შეუძლიათ ამ არჩევნებში წარმატების მიღწევა, ვუსურვებ კიდეც ამ წარმატებას. სხვა არაფერის თქმა არ მსურს ამ საკითხზე",–ამბობს გოქაძე.
თანაგუნდელების ძალისხმევით საარჩევნო პროცესის მიღმა დარჩენილი დეპუტატები მომხდარის მიუხედავად კვლავ პარტიის ერთგული რჩებიან და ამბობენ, რომ საკუთარ მომავალს მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაში" ხედავენ.
პარტიული სიების შედგენის პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ერთ–ერთი პირი გია უკლება კი თანაფრაქციელებს პარტიის სახელით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებას პირდება.
"როცა გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ბატონ გიას და მერაბს აუცილებლად დავასაქმებთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ჩვენ მეგობრებს გზაში არ ვტოვებთ",–ამბობს უკლება.
"როცა არა, თუ გავიმარჯვებთ",–პასუხობენ თანაგუნდელებს "გზაში მიტოვებული მეგობრები".


ნანახია: 2255-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნაციონალები' საკრებულოში თითქმის იგივე შემადგენლობით ბრუნდებიან
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია გოქაძის თქმით, ის პარტიის და ფრაქციის დატოვებას არ აპირებს, თუმცა
როგორც პარტიის ქუთაისის ოფისის ერთ-ერთი წევრი გია უკლება აცხადებს, პარტიას გამიჯნული პირები ბოკერია-უგულავას ჯგუფს უერთდებიან.
უკლებას თქმით, სავარაუდოდ, ყოფილი თანაგუნდელები ფრაქციას ფინანსური დაინტერესების გამო არ ტოვებენ.

ამინდი