Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ბევრი პოლიტიკური პარტია უფრო საარჩევნო მანქანაა, ვიდრე პარტია“- დემოკრატიის სკოლა ქუთაისში

თარიღი : 27-05-2014, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, სხვადასხვა   
topnews.com.ge
„ნიდერლანდების ინსტიტუტი -მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში სწავლის მსურველების მიღებას იწყებს. ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არსებობს, დემოკრატიის გავნითარების მიზნით სხვადასხვა ჯგუფებთან ეტაპობრივად ტრენინგ-სემინარებს ატარებს.
„სამწუხაროდ საქართველში ყოველთვის ასე ხდებოდა-როცა ერთი პოლიტიური პარტია გაიმარჯვებდა, დანარჩენები ავტომატურად ქრებოდნენ პოლიტიკური ორბიტიდან. ხშირად კი პოლიტკური პარტიები უფრო საარჩევნო მანქანები არიან, ვიდრე პარტიები. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის მიზანია დავეხმაროთ პოლიტიკურ პარტიებს იყვნენ მეტად დემოკრატიულები და საზოგადოებამ იცოდეს რატომ არის დემოკრატია საჭირო და რა სიკეთეები ახლავს მას თან“,-ამბობს „ნიდერლანდების ინსტიტუტი -მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძე.
ორგანიზაცია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. პირველი ეს არის ახალგაზრდა დემოკრატიების ხელშეწყობა, მეორე დიალოგის ხელშეწყობა პოლიტიკურ პარტიებს შორის და მესამე-საზოგადოების ინფორმირება დემოკრატიის მნიშვნელობაზე.
ორგანიზაცია 2000 წელს ჰოლანდიელი პოლიტიკოსების მიერ დაარსდა და მისი ოფისები მსოფლიოს 27 ქვეყანაში მუშაობს.
"დემოკრატიის სკოლაში" სწავლა უფასოა.


ნანახია: 2001-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პროგრამისა და ხედვების ამომრჩევლებისათვის უფრო ფართოდ გაცნობა-ეს იმ საიტის მიზანია, რომლის
ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წინასაარჩევნოდ, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი
რა ხდება ხვალ იმერეთში? 12. 12. 2013 ანონსი
'ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ' USAID-ის და 'საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის' მხარდაჭერით პროექტის-
საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის სრული პროცედურა გაიარა.

ამინდი