Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ქონებას ფლობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე?

თარიღი : 16-06-2022, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გაშუქებას.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ნადირაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის 29 მარტს შეავსო.

დეკლარაციაში თეიმურაზ ნადირაძის საკუთრებად შემდეგი ქონება არის მითითებული: დაბა ბაკურიანში მდებარე ბინა, რომელიც ნადირაძემ 2019 წელს ნასყიდობით, 26 000 დოლარად შეიძინა, ასევე, ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც დეპუტატს მემკვიდრეობით აქვს მიღებული. თეიმურაზ ნადირაძის მეუღლე, თამარ ჩხეიძე ფლობს იმ საცხოვრებელი სახლის 50 პროცენტიან წილს, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ ნადირაძე ფლობს „მერსედესის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს, რომელიც 2018 წელს 19 000 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეპუტატი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს დასავლეთ საქართველოს ნეირორეაბილიტაციის ცენტრი თემიდა-97-ის დამფუძნებელი და 50 პროცენტიანი წილის მფლობელია, თუმცა აღნიშნული აქვს, რომ ორგანიზაციიდან შემოსავალი არ მიუღია.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ ნადირაძე 2021 წლის ბოლომდე მუშაობდა შპს „ლივერმედში“ ექიმ-კონსულტანტად, ხოლო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ექიმ-რადიოლოგად.


ნანახია: 476-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი