ქუთაისის მერიის შენობა გასაყიდი ობიექტების სიაშია
თარიღი : 15-06-2022, 15:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა გასაყიდ ობიექტთა სიაშია. მერიის გარდა, ოთხსართულიან შენობაში ქალაქის საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა განთავსებული.
როგორც ცნობილია, საპრივატიზაციო ობიექტების სია ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა.
არსებული ინფორმაციით, მერიის შენობაში სასტუმროს განთავსება იგეგმება. ადმინისტრაციული ორგანოების განთავსება კი მთავრობისა სახლისა და კონტროლის პალატის ყოფილ შენობებში იგეგმება.