Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერობის კანდიდატი მაგდა გაბრიჩიძე რუბრიკაში 'ვის ვირჩევთ'

თარიღი : 27-05-2014, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რუბრიკის "ვის ვირჩევთ" მორიგი სტუმარია ბლოკი
'არასაპარლამენტო ოპოზიციის" ქუთაისის მერობის კანდიდატი მაგდა გაბრიჩიძე.


საქმიანობის სფერო: პოლიტიკური საქმიანობა „საქართველოს კონსტერვატიული პარტიის“ პრესსპიკერობით დაიწყო. 2010 წელს კი კახა კუკავასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პარტია „თავისუფალი საქართველო“. მას შემდეგ არის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური საბჭოს წევრი.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს ქუთაისისთვის?

ქუთაისისთვის ნომერ პირველ პრობლემად სოციალური სიდუხჭირე მიმაჩნია, რომელიც ტოტალური უმუშევრობით არის გამოწვეული. ჩემი პრიორიტეტი, მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობის დასაქმება და სოციალური ფონის გაუმჯობესება იქნება. ამისთვის შემუშავებული გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქის ბიუჯეტიდან გაიცემა უპროცენტო მუნიციპალური სესხები. მცირე მეწარმეებისთვის დაწესდება ფიქსირებული გადასახადები. მერიის ბალანსზე არსებული, გასული წლების მანძილზე მოქალაქეებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, დაუბრუნდებათ კანონიერ მფლობელებს. ქუთაისში უმწვავესად დგას წყალმომარაგების პრობლემა. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მერიის ბიუჯეტიდან აშენდება ახალი წყლის რეზერვუარები და გამოიცვლება წყალგაყვანილობის ამორტიზებული სისტემა, რათა ქუთაისის ყველა მოსახლეს 24 საათის განმავლობაში მიეწოდოს სუფთა სასმელი წყალი და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.

როგორი წარმოგიდგენიათ ქუთაისი 4 წლის შემდეგ?

გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისში დაიწყება რეალური აღმშენებლობა და ეს არ იქნება ფასადური, მხოლოდ ტელევიზიის ეთერებისთვის განკუთვნილი პიარ-კამპანია. ამას იგრძნობს თითოეული ქუთაისელი. 4 წლის შემდეგ ქუთაისში აღარ იდგება სოციალური სიდუხჭირის პრობლემა, ყველას ექნება საკუთარი საქმის დაწყების და სხვების დასაქმების შესაძლებლობა. მერია ხელს შეუწყობს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას და ქალაქს დაუბრუნდება ღირსეული განვითარების შესაძლებლობა, რაც პოლიტიკურმა ჭაობმა, რომელიც 20 წელია უკვე ქუთაისს მართავს, წაართვა საქართველოს მეორე დედაქალაქს.

სჭირდება თუ არა ქუთაისს პარლამენტი?

ქუთაისში პარლამენტის არსებობის საკითხი არ წარმოადგენს თვითმმართველობის თემას. ეს არის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერობის კანდიდატი, ვთვლი, რომ ჩვენი ქალაქი ნამდვილად იმსახურებს ქვეყნის საპარლამენტო დედაქალაქის პრესტიჟულ სტატუსს. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს 2 პალატიანი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების შემდეგ, თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ოკუპაციის პირობებშიც შესაძლებელია მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ორპალატიან სტრუქტურად გარდაქმნა, საიდანაც პირველი პალატა - რესპუბლიკური საბჭო (შედგება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებისგან), დაბრუნდება თბილისში, ხოლო მეორე პალატა - სენატი (შედგება მაჟორიტარული კორპუსისგან) დარჩება ქუთაისში.

თქვენი შეფასებით ვინ არის თქვენი ყველაზე ძლიერი კონკურენტი?

მთავარ კონკურენტად სახელისუფლებო კანდიდატს მივიჩნევ, არა იმდენად მისი პიროვნული რეიტინგის გამო, რამდენადაც მის უკან დგას უზარმაზარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ყოველთვის დიდ როლს თამაშობს არჩევნების შედეგებში. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია კენჭისყრის დღეს ჩემი ამომრჩევლის აქტიურობა. მე მოვუწოდებ ყველას, ვინც ფიქრობს რომ ქუთაისში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ კანდიდატმა უნდა გაიმარჯვს, ნუ დაიზარებს 15 ივნისს საარჩევნო უბნებთან მოსვლას, ეს გამარჯვების ერთადერთი შანსია.

როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდებით ქუთაისის მერობის სხვა კანდიდატებისგან და რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ქუთაისის ამომრჩეველმა?

სხვა კანდიდატებისგან ჩემი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ის პოლიტიკური გუნდია, რომელსაც მე წარმოვადგენ. თუკი რეალურად შევხედავთ, სხვა ყველა კანდიდატს და მათ გუნდებს, ყოველთვის ჰქონდათ იმის შანსი რომ რამე უკეთესობისკენ შეეცვალათ ამ ქალაქში, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. რატომ უნდა ენდოს მათ ამომრჩეველი, რომ მაინცდამაინც ამ არჩევნების შემდეგ გადაწყვეტენ ქუთაისზე ზრუნვას? მე კი მოვდივარ სუფთა ბიოგრაფიით და არ ვარ დამძიმებული წარსულის „შეცდომებით“, რითაც ხშირად ამართლებენ ხოლმე პოლიტიკოსები თავიანთ უპრინციპო ქმედებებს. მთელი ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, არასდროს მიღალატია პრინციპებისთვის. ვიდექი ყოველთვის იქ, სადაც საქართველოს მომავალი წყდებოდა და ამავე გზით ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას.


რუბრიკაში "ვის ვირჩევთ" მკითხველი ეტაპობრივად ეცნობა ქუთაისის მერობის ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო პრიორიტეტებს. 5 სტანდარტული შეკითხვა, რომლებსაც მერობის კანდიდატები პასუხობენ, მოსახლეობასთან შემთხვევითი შერჩევის გზით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეირჩა.
რუბრიკის მიზანია, ქუთაისის ამომრჩეველმა უკეთ გაიცნოს ქუთაისის მერობის ყველა კანდიდატი და იცოდეს ვის ირჩევს.


ნანახია: 2330-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისს პარლამენტი არ სჭირდება,პირიქით,პარლამენტს სჭირდება ქუთაისი
მე ვარ ახალი სახე, შემიძლია ქალაქს მოვუტანო ბევრი სიახლე.

ამინდი