Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გადათხრილი და საცალფეხო ბილიკად ქცეული სოფლის გზა-თერჯოლის მოსახლეობის გაჭირვება

თარიღი : 27-05-2014, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელე-ნავენახევის მოსახლეობა ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ საბოტაჟში ადანაშაულებს. აღნიშნული სოფლის მაცხოვრებლები უკვე რამდენიმე თვეა სოფლის შიდა გზის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
მოსახლეობის განცხადებით, სოფლის გზა მას შემდეგ დაზიანდა, რაც 2013 წლის ბოლოს „საქორგგაზმა“ ბუნებრივი აირის ლითონისა და პლასტმასის მილების მონტაჟისათვის ტექნიკური სამუშაოები დაიწყო.
„ალბათ „საქორგგაზი“ სამუშაოებს დასრულებულად მიიცნევს, რადგან თვეები გადის და მათ მიერ დატოვებული პრობლემები კიდევ სახეზეა. კერძოდ, სოფელში არის შიგა გზის 100 მეტრიანი უბნები (მაგ: მიქაბერიძე-ფორჩხიძის უბანი და სხვა), სადაც ხუთი თვეა გადათხრილია ტრანშეები, ჩაწყობილია მილები და არ ეშველა გრუნტის გადაყრა-მოსწორება, რის გამოც სოფლის მოსახლეობა პარალიზებულია. აღნიშნულ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელია და საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაშიც ეშლებათ ხელი. ფაქტობრივად სოფლის გზები საცალფეო გზებად არის გადაქცეული. სიტუაციამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, პოლიტიკური ელფერი მიიღო და მოსახლეობა საბოტაჟს უწოდებს. დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვეთ, მაგრამ ისინი საკითხს მათ კომპეტენციად არ თვლიან. გთხოვთ, თქვენი საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით გააშუქოთ აღნიშნული პრობლემა, რათა რაიონის და გუბერნიის ხელმძღვანელობისათვის მისაწვდომი გახდეს,“ - ნათქვამია წერილში, რომელიც მოსახლეობის სახელით საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ მიქაბერიძემ გამოუგზავნა.


ნანახია: 2513-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ტოლებში მდინარე ხევისწყალას ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო "ტოპნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ზესტაფონის ხუთი სოფლის მოსახლეობა
შეხვედრის მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების გამოყოფა და დაგეგმვა იყო.
ჭიათურაში, ოთხი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები მათ სოფლებში გზის არარსებობას აპროტესტებენ.