Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს უპირველეს ყოვლისა, ადამიანისათვის ჯანმრთელობა და დადებითი განწყობა მოაქვს"

თარიღი : 27-05-2014, 00:41 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი თავისუფალი დროის მართვის საუკეთესო საშუალებაა,“ - ამბობს ქუთაისელი ახალგაზრდა ქეთი კირიაკიდი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
20 წლის ქეთი კირიაკიდი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს, ცდილობს ეს დრო მეგობრებს დაუთმოს და არც სპორტი დაივიწყოს.
„მოყვარულის დონეზე ვთამაშობ ჩოგბურთს. ძალიან მიყვარს ცურვა. ვცდილობ ვიცხოვრო ცხოვრების ჯანსაღი წესით. ამ თემასთან დაკავშირებით მიყვარს სასარგებლო ინფორმაციის მოძიება და რჩევების გათვალისწინება,“ – ამბობს ქუთაისელი ახალგაზრდა.
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
„სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა უნდა მოახდინოს სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებით. ამ მხრივ აღსანიშნავია ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამსახურის საქმიანობა. ამ სამსახურთან უშუალო შეხება მქონდა 2014 წლის ბაკურიანის ბანაკში. ახალგაზრდებს ვურჩევ, თვალი ადევნონ ამ სამსახურის საქმიანობას და ჩაერთონ ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროექტებში. ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ, რადგან სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს უპირველეს ყოვლისა, ადამიანისათვის ჯანმრთელობა, მხნეობა და დადებითი განწყობა მოაქვს. რა თქმა უნდა, როცა თავს კარგად გრძნობ, განწყობაც არაჩვეულებრივია,“ - ამბობს ქეთი კირიაკიდი.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
21 წლის მაგდა ფურცხვანიძე ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად,
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
ქუთაისელი ახალგაზრდა თვლის, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნაკლებად არის დაკავებული სპორტით, რასაც თამარ კენჭაძის თქმით, უამრავი
ქუთაისელი ახლაგაზრდა მიიჩნევს, რომ სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს ახალგაზრდები ნაკლებად წყალობენ. ჭანტურაია თვლის, რომ

ამინდი