ქუთაისმა რაგბში საქართველოს ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის ფინალს უმასპინძლა
თარიღი : 12-06-2022, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები

რაგბში საქართველოს ჭაბუკთა ,,ბ" ლიგის (2005-2006 წწ.) ფინალში ერთმანეთს რეგულარული ჩემპიონატის პირველადგილოსანი ქუთაისის ,,აია" და თბილისის ,,ლელო" შეხვდნენ. ფინალური შეხვედრა 11 ივნისს ,,აია არენაზე" გაიმართა და დედაქალაქელების გამარჯვებით 24:19 დასრულდა. შესაბამისად, ჭაბუკთა ,,ბ" ლიგის ჩემპიონის ტიტული ,,ლელომ" მოიპოვა.
ტაიმებს შორის შესვენებაზე, ქუთაისის ვიცე მერმა დავით ერემეიშვილმა ჭაბუკთა ,,ა" ლიგის გამარჯვებული - ,,აია" დააჯილდოვა. ქუთაისელმა ჭაბუკებმა ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ,,ლელოს" ჭაბუკთა ,,ა" ლიგის გუნდი დაამარცხეს და უფროს ასაკში ჩემპიონობა იზეიმეს.
ჭაბუკთა ,,ბ" ლიგის ფინალისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელი შოთა ხელაძე დასახელდა. მას პრიზი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ვაჟა უნგიაძემ გადასცა.