ლიფტების ძარცვის სერია ქუთაისში-დღისით, მზისით ლიფტის გამშვები დეტალები მოიპარეს
თარიღი : 10-06-2022, 23:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, მაღალსართულიან კორპუსებში არსებული ლიფტებიდან ლიფტის გამშვები დეტალები მოიპარეს. როგორც ქალაქის მკვიდრი ზაზა ფანჩულიძე ამბობს, შემთხვევა 20-ზე მეტ კორპუსში მოხდა.
“გასაოცარი ამბავი მოხდა ქუთაისში: დაახლოებით 20-ზე მეტ მაღალსართულიან კორპუსებში (მათ შორის ჩემსაშიც,სადაც 2 ლიფტია) დღისით, მზისით ლიფტის გამშვები დეტალები მოიპარეს და წყნარად მიიმალნენ. აქამდე ხურდის ჩასაყრელებს იპარავდნენ და ახლა უფრო დიდ მასშტაბებზე გადავიდნენ,”-ამბობს ზაზა ფანჩულიძე.
როგორც ირკვევა, ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა ნიკეასა და თაბუკაშვილის ქუჩებზე. ცნობილია ისიც, რომ მოპარული დეტალის ღირებულება 250 ლარამდეა.
“ასეთებს ხომ გამართლება არა აქვთ. სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ეს მავნებლები და ისინიც, ვინც ამ ნაქურდალს ჩაიბარებენ. აი, ასეთებს ჰქვიათ ქვეყნის შიდა მტრები,”-აცხადებენ ადგილობრივები.