Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საკონკურსო კომისიამ ქუთაისის მერიაში მუშაობის მსურველთა განაცხადების მიღება შეწყვიტა

თარიღი : 5-09-2013, 11:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში 53 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა. განაცხადების მიღება 4 სექტემბერს, 24:00 საათზე შეწყდა.
მერიაში არსებული მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის შემოსული განაცხადების დაჯამება მიმდინარეობს.
„ამ წუთებში სხედან თანამშრომლები და არკვევენ, რომელ ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენი განაცხადია შემოსული. პრინციპში ძველი მონაცემები ჩვენთვის ცნობილია და მხოლოდ იმას ვარკვევთ, საღამოს 6 საათიდან ღამის 12 საათამდე რამდენი განაცხადი შემოვიდა. დღეს საღამოს გვექნება სრული მონაცემები. ამის შემდეგ ხვალ შეიკრიბება კომისია და შემოსული საბუთების განხილვის განრიგს შევარჩევთ,“ - ამბობს თამაზ მარგველაშვილი.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე შემოსული განცხადების განხილვა მოხდება, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას ითვალისწინებს.


ნანახია: 2696-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეორე ეტაპზე გადასულ 163 კონკურსანტთან გასაუბრება მომავალი კვირიდან დაიწყება.
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მუშაობა დაიწყო.
კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, კომისია ამ წუთებში მუშაობის პროცესშია. როგორც მარგველაშვილი ამბობს,
თამაზ მარგველაშვილის თქმით, შემოსული განაცხადებიდან 57 პირი კონკურსში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან აღნიშნული განაცხადები იმ
მურღულიას თქმით, მერიაში მუშაობის მსურველებს განაცხადების ელექტრონულ ფორმატში წარმოსადგენად ვადა მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე აქვთ.
კომისია ქუთაისის მერიასა და საკრებულოში მუშაობის მსურველ პირებს შეახსენებს, რომ მერიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე საბუთების

ამინდი