Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთი წლის განმავლობაში 2300 რეისსა და 534,165 მგზავრს მოემსახურა

თარიღი : 9-06-2022, 19:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის ოფიციალური გახსნიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 2300 რეისსა და 534,165 მგზავრს მოემსახურა.

დავით აღმაშენებლის სახელობის ტერმინალი არსებულს 6-ჯერ აღემატება. გაფართოების შედეგად განახლებული ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.

ჰოლანდიურ კომპანია UN Studio-ს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის. ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მარიამ ყარყარაშვილმა იმუშავა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო.

ჰოლანდიელი არქიტექტორების განცხადებით, ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მთლიანად მგზავრების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული.


ნანახია: 369-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა გრძელდება.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი

ამინდი