Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერიის წარმატებულ პროექტ 'მხიარულ სტარტებში' 15 სკოლა მონაწილეობდა

თარიღი : 8-06-2022, 18:54 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში ,,მხიარული სტარტების“ ფინალური ეტაპი გაიმართა. ერთმანეთს ბორის სკოლა - პანსიონის, ხევის, ზვარის და მეორე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ.

ფინალში ერთმანეთს ხევის და ზვარის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.

გამარჯვებული ხევის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და სპეციალური თასი გადასცა.

ფინალში გასული გუნდები ასევე საჩუქრებით დააჯილდოვეს საჩხერე - ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა ნანა ცხვედაძემ და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა დავით გველესიანმა.

"მხიარული სტარტები“ ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმატებული პროექტია.

თამაშებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.


ნანახია: 101-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საბავშვო გასართობ პროექტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ერთმანეთს სხვდასხვა სპორტული სახის დაბრკოლებების გადალახვაში ეჯიბრებიან.

ამინდი