ლენტეხის სოფელში, ზღვის დონიდან 2210 მეტრზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული გაიმართება

12 ივნისს, ლენტეხში, "სკალდობა-2022"-ს აღნიშნავენ.
სულთმოფენობის დღესასწაულზე, ყოველწლიურად, ქვემო სვანეთში, ლენტეხის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე, სახალხო რელიგიური დღესასწაული ფაყობა-სკალდობა იმართება. მომლოცველები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში მდებარე და სკალდის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, რომელიც ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხედან მიდიან.
"ამ დღის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ თუ ფაყში მდებარე ტაძარში ყველა მომლოცველს შეუძლია მისვლა, სკალდის მონასტერში ეს წესი მკაცრად განსაზღვრულია და იქ მხოლოდ მამაკაცებს აქვთ შესვლის უფლება. არსებობს ტრადიცია, როცა სასულიერო პირები ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენენ, გარეთ, ეზოში ხალხს ე.წ. “სტაროსტები“ ლოცავენ. ეს ტრადიცია უძველესია და დღემდე შემორჩა ქვემო სვანეთის ამ დღესასწაულს.
ფესტივალზე ,,სკალდობა-2022’’ ჩატარდება სპორტული და კულტურული ღონისძიებები. გაიმართება დოღი, სვანური ჭიდაობა და მკლავჭიდი.
ფესტივალში მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.
წონითი კატეგორიები:
სვანური ჭიდაობა -70კგ, -85კგ , -100კგ. და აბსოლუტური (მარკლანი).
მკლავჭიდი -90კგ. და აბსოლუტური.
მონაწილეთა რაოდენობა:
დოღი 40 ცხენოსანი, სვანური ჭიდაობა 30-40 მონაწილე, მკლავჭიდი 40 მონაწილე.
დაჯილდოება:
ფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და ფულადი პრიზებით. დოღში გამარჯვებულებს გადაეცემათ: I - ცხენი, II -უნაგირი, III სამონადირეო მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერი. ასევე, სვანურ ჭიდაობაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
ფესტივალის ორგანიზატორი:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.
12 ივნისს, გთხოვთ მობრძანდეთ სკალდობის დღესასწაულზე, თქვენ გახდებით ბევრი საინტერესო აქტივობის თანამონაწილე.
ღონისძიებები 11 საათზე დაიწყება,"-ნათქვამია დღესასწაულის ანონსში.