ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინებით შეამკეს
თარიღი : 26-05-2014, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ქუთაისში ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. კოსტავას ძეგლს პატივი მიაგეს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც.
"სიმბოლურია, რომ სწორედ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არის დაბადებული მერაბ კოსტავა. ეს არის უდიდესი პიროვნება",–ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე.
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კვლავ გრძელდება.