ქუთაისში 26 მაისთან დაკავშირებით საბრძოლო ტექნიკის გამოფენა მოეწყო
თარიღი : 26-05-2014, 11:56 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ქუთაისში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფალიაშვილის ქუჩაზე საბრძოლო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. ცენტრალური მოედნიდან წითელ ხიდამდე მიმდებარე ტერიტორიაზე დამთვალიერებლებისთვის სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკა არის გამოფენილი, მათ შორის მძიმე ტექნიკა, არტილერია და ოპტიკური შეიარაღება. გამოფენის დათვალიერება რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ.
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
"ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ იმერეთის ცენტრიდან, ქუთაისიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია გვაძლევს ჩვენი ქვეყნის მტკიცე მომავლის იმედს",–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.
ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბაგრატის ტაძარზე გრძელდება. პარალელურად ქალაქის ცენტრში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს.