ხარაგაულის მერმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 'სათნოების სახლის' ბავშვებს მიულოცა
თარიღი : 1-06-2022, 22:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარ ბავშვებს მიულოცა.
"სათნოების სახლის“ დირექტორის, თამარ შავიძის ინიციატივით, ბავშვები ზღაპრის გმირებს შეხვდნენ. მხიარულმა ანიმატორებმა ბავშვებთან ერთად სახალისო წარმოდგენები გამართეს.
დღესვე, ბავშვებმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს, ფერადი ფანქრებით მუზეუმის ეზო მოხატეს და მათთვის წინასწარ შექმნილ სივრცეში ფოტოები გადაიღეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზეიმო კონცერტმა დაასრულა, რომელიც კინოთეატრში ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით გაიმართა.