ფოლკლორის განსაკუთრებული ნიმუშების აღმოჩენის მიზნით, იმერეთში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესარჩევი ტური იმართება
თარიღი : 30-05-2022, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ტური რეგიონებში გრძელდება.
თერჯოლაში დღეს გამართულ შესარჩევ ტურში ხარაგაულის, თერჯოლის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ხალხური რეწვის ოსტატები მონაწილეობდნენ.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ხუთ წელში ერთხელ იმართება და ფოლკლორის განსაკუთრებული ნიმუშების აღმოჩენას, შენარჩუნებასა და მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ხარაგაულის სახელით ფესტივალში მონაწილეობდნენ:
ფოლკლორული ანსამბლი “ოდილა“
ფოკლორული ანსამბლი “უბისი“
ზალიკო ბოჟაძე - მეთუნე
ბესო ლაცაბიძე - ქვის მხატვრული დამუშავება
მიხეილ ლორთქიფანიძე - ხის საკრავები
ოლეგი თავზარაშვილი - ქვის მხატვრული დამუშავება
ნოდარ მეგრელიშვილი - ტყავის აქსესუარების და უნაგირების დამზადება.
ნიკო წიკლაური - ხალხური ზეპირსიტყვიერება
ვიტალი ფცქიალაძე - ხალხური ზეპირსიტყვიერება
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესარჩევი ტურის მონაწილეების შერჩევა მერიის კულტურის სამსახურის და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დახმარებით მოხდა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჟიური ქვეყნის მასშტაბით 28 მუნიციპალიტეტის მონახულებას გეგმავს.
ფესტივალის პირველი ტური 15 ივნისს დასრულდება. მეორე ტური და ფინალი შემოდგომაზე გაიმართება.
"ეროვნული ფესტივალი-2022“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.