ქუთაისის მერია დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება
თარიღი : 25-05-2014, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის ინიციატივით ქალაქის სხვადასხვა უბანში 20-მდე კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. ასევე მოხდება სამხედრო ტექნიკის გამოფენაც. ამ წუთებში, კონცერტისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ხდება ეროვნული დროშების დამაგრება.
"საკმაოდ საინტერესო დღე გველოდება ხვალ.უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი და ვფიქრობ ჩვენი თანაქალაქელები კმაყოფილები დარჩებიან,"- განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ.
დამოუკიდებლობის დღე კონცერტითა და ფოიერკვერკით დასრულდება.