იმერეთი ციკლონს გადაურჩა, თუმცა მაშველები კვლავ საგანგებო რეჟიმზე რჩებიან
თარიღი : 5-09-2013, 10:59 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოში დაანონსებულ ამინდის გაუარესებასა და ციკლონს 4 სექტემბერს, იმერეთის რეგიონისათვის პრობლემები არ შეუქმნია.
იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მათთან რაიმე შეტყობინება არ შესულა.
„ სამსახური მობილიზებული იყო, თუმცა ღამემ მშვიდად ჩაიარა. საპატრულო და სამხარეო პოლიცია რჩება თუ არა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არ ვიცი, მაგრამ ხვალამდე ჩვენ ასეთი რეჟიმი გვაქვს,“ - ამბობს იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილე აკაკი ყვავაძე.
ამინდის გაუარესების შიშით გამოწვეული გართულებების შესახებ შეტყობინება არც სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში შესულა.
ცნობისთვის, მოსალოდნელი ციკლონის გამო გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. 3 სექტემბერს იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ საგანგებო თათბირი გამართა და განაცხადა, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ ფქონდა, რადგან საგანგებო სიტუაციების სამსახური, სამხარეო და საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში იმუშავებდა.