Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში წელიწადნახევრის განმავლობაში აგური აგურზე არ დადებულა "

თარიღი : 24-05-2014, 23:25 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა გია თევდორაძემ გამარჯვების ტერიტორიულ ორგანოში, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად პროფესიით ეკონომისტი ანდრო მაღლაკელიძე წარადგინა.
როგორც თევდორაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, პრობლემები ყველგან იდენტურია და ეს დასაქმება და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებია.

“პრობლემები დიდი ხანია აწუხებთ ამ ადამინებს, ჩვენ ვცდილობდით ამ პრობლემების გადაწყვეტას, როცა ვიყავით ხელისუფლებაში. ჩვენ გვსურს ისევ გაგრძელდეს ქუთაისში აღმშენებლობის პროცესი. კომუნალური პრობლემები ისევ იყოს სათანადო დონეზე დაყენებული, იმიტომ რომ ისევ არსებობს უწყლობის პრობლემა, საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა. რაც შეეხება, რატომ უნდა დაგვიჭიროს ამომრჩეველმა მხარი, იმიტომ რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის მრავალნაცადი გუნდი, მხოლოდ აქ არის ის პოტენციალი, რომელიც გაჩერებულ ქუთაისს აამუშავებს”,- განაცხადა გია თევდორაძემ.
"ნაციონალური მოძრაობიდან" გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ყველა იმ პრობლემას გააცნობს ქალაქის ხელისუფლებას, რაც მის ტერიტორიულ ორგანოში იქნება იმ დროისთვის.
“ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შევეცდები ეტაპობრივად, რაც ჩემს ამომრჩეველს აწუხებს. ასევე, ჩვენი გუნდის მიზანია ავამუშაოთ ის შეჩერებული პროექტები, რაც ჩვენი ხელისუფლებში ყოფნის დროს დაიწყო და ამჟამად გაჩრებულია. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში აგური აგურზე არ დადებულა ქუთაისში და მთელ საქართველოში. ჩვენ და ეს ადამიანები ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგებით, ჩვენ ვაპირებთ ამ ყველაფრის მოგვარებას შესაბამისად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც გაცილებით დიდი გამიცდილება აქვს საქმის კეთების და გაცილებით ბევრი საქმე გვიკეთებია”,- განაცხადა ანდრო მაღლაკელიძემ.


ნანახია: 2195-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ნაციონალური მოძრაობიდან" ძელქვიანის ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში მთავარი
ბაბუხადია, რომელიც პროფესიით ექიმია, „ნაციონალების“ახალი სახეა. გია თევდორაძე მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას
მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს. მოსახლეობის უმრავლესობა სოციალური პრობლემების მოგვარებას
მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ 'ქართულ ოცნებას' გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
მერობის კანდიდატს ოფიციალურად პარტიის დიდ შეკრებაზე დაასახელებენ.