Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

თარიღი : 26-05-2022, 14:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
27 მაისს, 01:00 საათიდან 07:00 საათამდე ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელი გზის 154-ე კილომეტრზე გადაადგილება შეიზღუდება.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 154-ე კილომეტრზე, ხევი-უბისას მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია 'ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს გვირაბის პორტალის ექსკავაციის სამუშაოებს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 27 მაისს 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,"-აცხადებენ გზების დეპარტამენტში.


ნანახია: 192-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი