Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში ღონისძიებები დილიდან დაიწყება

თარიღი : 25-05-2022, 19:40 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში დილიდან დაიწყება.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შესაძლებელი იქნება სამხედრო ტექნიკის დათვალიერება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ცენტრალურ ბულვარში მთელი დღის განმალობაში გამოფენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოები. ადგილზე ასევე განთავსდება საბავშვო ატრაქციონები.

სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში. თოჯინების თეატრი წარადგენს სპექტაკლს „მუსიკის ჰანგები“. დღის მეორე ნახევარში ჩატარდება მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სიმებიანი კვარტეტის, ასევე მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ახალგაზრდული ორკესტრისა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტები.

ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა ფილმის ჩვენება, ღონისძიებები ღამით გალა-კონცერტით დაიხურება.

ღონისძიების პროგრამა ასეთია:

12:00- 19:00 საბავშვო ატრაქციონები- ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური მოედანი;

12:00- 19:00 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური მოედანი;

12:00- 18:00 სამხედრო ტექნიკის დათვალიერება - ცენტრალური მოედანი;

12:00- 19:00 ყვავილების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოდელირება-სწავლება -ცენტრალური მოედანი;

12:00- 18:00 ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში - ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;

12:00- 19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა -ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები - ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი - ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან;

12:15 - საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება;

12:00 და 14 :00 სპექტაკლი „მუსიკის ჰანგები“- თოჯინების თეატრი;

13 :00 და 15:00 სპექტაკლი „პეპი გრძელი წინდა“ - ნიღბების თეატრი, ხარაზოვის ბაღი;

12:00- 15:00 ქუთაისში არსებული სამუსიკო სტუდიების და ხანდაზმულთა ანსამბლ „ბერმუხა“-ს კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

15:00- 15:45 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სიმებიანი კვარტეტის კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

15:45 - 16:15 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ახალგაზრდული ორკესტრისა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

16 :15- 16: 45 სიმფონიური ორკესტრის კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

17:10 საქართველოს ჰიმნი - ცენტრალური მოედანი;

19:00 ფილმის ჩვენება - ბოტანიკური ბაღი;

20:00 – 22:30 გალა-კონცერტი - ცენტრალური მოედანი.


ნანახია: 168-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის პრესსამსახური 26 მაისის პროგრამას აქვეყნებს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების სია ასეთია:
იმერეთის რეგიონში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
იმერეთის რეგიონში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებათა პროგრამას:

ამინდი