რატომ აღარ გამყარდება ლარი?-ეკონომისტის განმარტება
თარიღი : 25-05-2022, 15:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ეკონომისტ ოთარ აბესაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა 24 მაისის ვაჭრობის შედეგად 10 მლნ დოლარი შეისყიდა. როგორც ეკონომისტი განმარტავს, ბანკმა დოლარი ბაზრიდან უკან ამოიღო.
"მარტივად რომ ავხსნა: ახლა, როდესაც ლარის გამყარების ტენდენცია მიდის და პირიქით უნდა “ჩაასხა” დოლარი, რომ უფრო მეტად გაამყარო ლარი და დაიჭირო ერთგვარი სტაბილური კურსი მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში მაინც, ამის პარალელურად ბაზრიდან დოლარი გაიტანეს. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან დოლარი 2019 წლის ზაფხულში ამოიღო‼️
ჩათვალეს, რომ 2.84 ის მიჯნაა, რის ქვევითაც ლარი არუნდა გამყარდეს. გაინტერესებდათ როდიდან დაიწყებდა ლარი გაუფასურებას? ეროვნულმა დოლარი ამოიღო, მსხვილი იმპორტიორები მესამე კვარტლიდან დაიწყებენ რეზრევების შევსებას და დოლარს გაიტანენ ბაზრიდან. ლარის გაუფასურება დაიწყება ივნისის დასაწყისიდან. არ არის იმ მოცულობის ტურისტი და მონეტარული ბრუნვა ქვეყანაში, რომ 10 მილიონი დოლარის ამოღებას და იმპორტიორთა წნეხს გაუძლოს,"-ამბობს ეკონომისტი.