Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ცენტრალური მოედანი 2 დღით გადაიკეტება

თარიღი : 24-05-2022, 21:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, 25-დან 27 მაისამდე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი შეცვლილი სვლა-გეზით იმოძრავებს.

N1 L - მანდარიას ქუჩის, თამარ მეფის ქუჩის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს - აღმაშენებლის გამზირი (ბალახვნის ცენტრი), ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი (რუსთაველის ხიდისა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ დადგენილი სვლა გეზით;

N 3 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - თამარ მეფის ქუჩის, ფანჯიკიძის ქუჩისა (კინო " საქართველო") და წერეთლის ქუჩის გავლით, დადგენილი სვლა გეზით;

N 4 - ნაცვლად თამარ მეფის ქუჩის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - რუსთაველის გამზირი, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ დადგენილი სვლა გეზით;

N19 - ნაცვლად რუსთაველის გამზირის, ცენტრალური მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს - დავით და კონტანსტინე მხეიძეების ქუჩა, ვარლამიშვილის მოედანი, მარი ბროსეს ქუჩა, გელათის ქუჩა , 26 მაისის ქუჩა. საფიჩხიის ცენტრიდან მოძრაობას განაგრძობს დადგენილი სვლა გეზით;

N20 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - რუსთაველის გამზირიდან (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან) თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, დადგენილი სვლა გეზით;

N10 - ნაცვლად რუსთაველის გამზირის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს- რუსთაველის გამზირიდან (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან), სულხან-საბას გამზირის მიმართულებით, დადგენილი სვლა გეზით;

N5 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქუჩის გავლით.


ნანახია: 452-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი