Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ინტერვიუ ქუთაისის მერობის კანდიდატ ირაკლი კიკვაძესთან რუბრიკაში ვის ვირჩევთ

თარიღი : 24-05-2014, 20:39 | კატეგორია: პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE-მ დაიწყო წინასაარჩევნო რუბრიკა სახელწოდებით "ვის ვირჩევთ". რუბრიკის მიზანია ქუთაისის მოსახლეობამ უკეთ გაიცნოს ქალაქის მერობის კანდიდატები, მათი ხედვები ქალაქის მომავალთან , ქუთაისის განვითარებასთან, ქალაქის სტატუსთან და ქუთაისში არსებული პრობლემების მოგვარების გზებთან დაკავშირებით.
რუბრიკის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ეტაპობრივად განთავსდება ინტერვიუები ქუთაისის მერობის როგორც პარტიულ, ასევე დამოუკიდებელ კანდიდატებთან.

რუბრიკის მეორე სტუმარი „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძეა.

მინი დოსიე: პროფესია–პედაგოგი, სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის განხრით.
2006 წლიდან მუშაობს „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციაში. 2006–2010
წლებში იყო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2010 წლიდან დღემდე არის „ლეიბორისტების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს ქუთაისისთვის?
ქუთაისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის უმუშევრობა ისევე როგორც ზოგადად ქვეყნისა და გამარჯვების შემთხვევაში სწორედ უმუშევრობის დაძლევა იქნება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი.

როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 4 წლის შემდეგ?

ქუთაისი 4 წლის შემდეგ: მეტად განვითარებული, დასაქმებული, სოციალურად დაცული, სრულიად ახლებურად წარმოჩენილი.

როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა ქუთაისს პარლამენტი?

სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარლამენტი უფრო მეტად სჭირდება თბილისს, ვიდრე ქუთაისს. ქუთაისს ესაჭიროება წარმოების აღორძინება, დასაქმება და ახლებურად წარმოჩენა–როგორც სპორტის განვითარების ცენტრი რეგიონში.

თქვენი შეფასებით, ვინ არის თქვენი ყველაზე ძლიერი კონკურენტი?

ყველაზე ძლიერი კონკურენტი არის არა პიროვნება, არამედ ის სისტემა და დიდი ფული რომელიც სრულად მობილიზებული და ორიენტირებულია სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ.

როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდებით ქუთაისის მერობის სხვა კანდიდატებისგან და რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ქუთაისის ამომრჩეველმა?

მე ვარ ახალი სახე, შემიძლია ქალაქს მოვუტანო ბევრი სიახლე, მაქვს ქუთაისის განვითარების ახლებური გეგმა და მე ზურგს მიმაგრებს ის გუნდი რომელიც აგერ უკვე თითქმის 2 ათეული წელია იბრძვის ეროვნულ– სოციალურ–სამართლებრივი პრობლემების მოსაგვარებლად არა მარტო ქვეყნის შიგნით არამედ ქვეყნის გარეთაც კი.


ნანახია: 2292-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისს პარლამენტი არ სჭირდება,პირიქით,პარლამენტს სჭირდება ქუთაისი
რუბრიკის მიზანია ქუთაისის მოსახლეობამ უკეთ გაიცნოს ქალაქის მერობის კანდიდატები, მათი ხედვები ქალაქის მომავალთან , ქუთაისის
მე არ ვარ დამძიმებული წარსულის „შეცდომებით“
„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სამსონ გუგავამ, ქალაქის მერობის და მაჯორიტარობის კანდიდატები

ამინდი