Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელ ითხვისში აფხაზეთში გმირულად დაღუპული თანასოფლელები-იმედა ცარციძე და გელა რაზმაძე გაიხსენეს

თარიღი : 21-05-2022, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში აფხაზეთში გმირულად დაღუპული თანასოფლელები, თანაკლასელები: იმედა ცარციძე და გელა რაზმაძე გაიხსენეს. 21 მაისს, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ იმედა ცარციძეს 50 წელი შესრულდებოდა. იმედა ცარციძემ 1989 წელს დაამთავრა ითხვისის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომელიც 1992 წელს დაამთავრა. დიდი სურვილი ჰქონდა სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს სასწავლებელში, იურიდიული სპეციალობით და ამისთვის აქტიურად ემზადებოდა.

1992 წ. 18 თებერვალს შეიქმნა ჭიათურის გვარდია, ივანე გაფრინდაშვილის მეთაურობით. იმედა ამ გვარდიის ერთ-ერთი პირველი წევრი იყო და პირველი საბრძოლო ნათლობაც აქ მიიღო. მეთაურის გარდაცვალების შემდეგ, ჭიათურის გვარდია შეუერთდა საჩხერის ბესიკ ქუთათელაძის ბატალიონს და იმედაც იქ გადავიდა. ბატალიონი, საომარ მოქმედებაში მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ცაგერაში, სადაც იმედა რამდენჯერმე დაიჭრა, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა.

1993 წლის 2 ივნისს, აფხაზეთში, დესანტის გადმოსხმის დროისათვის, ბატალიონის მთლიანი შემადგენლობა ისვენებდა, იმედას დამთავრებული ჰქონდა სამხედრო სავალდებულო სამსახური, ბატალიონმა საბრძოლო გამოძახება მიიღო. იმედა ბატალიონს გაჰყვა საბრძოლო ოპერაციის შესასრულებლად, თავისი მეგობრის მაგივრად.

1993 წელის 5 ივლისს, იმედა ცარციძე გმირულად დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფ. შრომასთან. დანაღმული ბრძოლის ველიდან გამოჰყავდა დაჭრილი მეგობარი პაატა თოდაძე და ორივენი ნაღმზე აფეთქდნენ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა 2011 წლიდან იმედა ცარციძის სახელს ატარებს.

იმედა ცარციძესთან ერთად აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა მისი თანაკლასელი, ითხვისის თემის სოფელ ბჟინევში მაცხოვრებელი გელა გივის ძე რაზმაძე.

გელა რაზმაძე დაიბადა 1972 წლის 8 ივლისს სოფელ ითხვისში. დაამთავრა ბჟინევის დაწყებითი სკოლა, შემდეგ სწავლა გააგრძელა ითხვისის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1989 წელს. სკოლაში სწავლის პერიოდში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ქართული ენისა და ლიტერატურისადმი, სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო შრომითი საქმიანობა, მუშაობდა ჭიათურის ელექტრომექანიკურ ქარხანაში, დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი ხე-ტყის ტექნოლოგის სპეციალობით. 1992 წელს გაიწვიეს ეროვნულ გვარდიაში, იბრძოდა აფხაზეთში. დაიღუპა გმირულად 1993 წლის 2 ივლისს სოფელ ლაბრასთან, დასაფლავებულია მშობლიურ სოფელ ბჟინევში. არის ვახტანგ გორგასლის VI ხარისხის ორდენის კავალერი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევის მთავარი ქუჩა 2011 წლიდან ვახტანგ გორგასლის VI ხარისხის ორდენის კავალერის გელა რაზმაძის სახელს ატარებს.


ნანახია: 648-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ა
ზურაბ კუპატაძე 'ქართული ოცნების' ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2013 წლიდან 2016 წლის ოქტომბრამდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის
სოხუმის დაცემიდან დღეს 20 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ამინდი