Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თემურ შაშიაშვილი: ბევრი მეოცნებე უკვე დიდ ოცნებებში აღარ არის

თარიღი : 24-05-2014, 17:44 | კატეგორია: პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„ჩვენ დღეს ვიწყებთ ბრძოლას ძლიერი ქუთაისისათვის“, - ამგვარად გახსნა წინასაარჩევნო კამპანია „ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა.
შაშიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისს იგნორირება გაუკეთა და ის რიგითი ქალაქის სიაში შეიყვანა. მერობის კანდიდატის თქმით, ძლიერი ქუთაისი ეს არის კულტურის, მეცნიერების, საუნივერსიტეტო და ბიზნესის ქალაქი.
„ქუთაისის იგნორირება ეს 3 500 წლიანი ისტორიის მქონე ქალაქის კატასტროფაა. ჩვენ ბრძოლას დიდი გულგატეხილობის ფონზე ვიწყებთ. ხალხში არის დეპრესიული განწყობა. დიდი იმედით იყვნენ ოცნების მიმართ და თუ ძალიან ძლიერად არ დავდექით, ხალხი შეიძლება არც მივიდეს არჩევნებზე. ძლიერი ქუთაისისათვის ბრძოლა საარჩევნო ყუთთან მისვლით იწყება. ჩვენ ვერავის ვაპატიებთ იმას, რასაც დავით აღმაშენებლის ფორმულის წაშლა ჰქვია. ქუთაისს ასუსტებენ, რომ თბილისიც დაასუსტონ. ვწუხვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში არ არის კაცი, რომელიც ქუთაისის პრობლემებს იცნობს. მე არ ვიქნები არც ივანიშვილს, არც ღარიბაშვილის და არც მარგველაშვილის ერთგული. ბევრი მეოცნებე უკვე დიდ ოცნებებში აღარ არის,“ - ამბობს თემურ შაშიაშვილი.


ნანახია: 2076-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შაშიაშვილის თქმით, ქუთაისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც საკუთარი თავით დადის.
შაშიაშვილი არჩევნების გაყალბების დიდ ალბათობაზეც საუბრობს.
ქუთაისში მედიაც ინერტულია და არასამთავრობოებიც
შაშიაშვილმა არჩევანი ქუთაისში, 36-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ #96 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
შაშიაშვილის შტაბმა მნიშვნელოვანი დარღვევები ვერ დააფიქსირა

ამინდი