Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი 'სმარტ-ეკო ქალაქის' სტატუსის მისაღებად მუშაობს

თარიღი : 19-05-2022, 13:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის შექმნის პროცესში, ქუთაისის მუნიციპალიტეტი აგრძელებს მუშაობას, რათა „სმარტ-ეკო ქალაქი” გახდეს.

პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში ხორციელდება. მორიგი ეტაპის დასრულების შემაჯამებელ ონლაინ სამუშაო შეხვედრაში ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები- იუზა უგულავა და ირაკლი ქარქაშაძე, ქუთაისის მხრიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, UNDP-ის სტამბულის ჰაბის ინოვაციების გუნდის წევრი - იარა ჩანგი, ასევე, სტრატეგიული და ტრანსფორმაციული ინოვაციების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია Chora Foundation-ის ექსპერტი მელა ათანასოვა, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი და პარტნიორი ორგანიზების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"უცხოელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გუნდის მუშაობა, ჩართულობა და მაღალი მოტივაცია პროექტის მიმდინარეობისას. შეაჯამეს სამთვიანი მუშაობის მიღწევები. შემდგომ ეტაპზე ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება ნარჩენების მართვის, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის და გამწვანების სექტორებში ინტერვენციების გამოსაკვეთად, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისს, რომ სმარტ გადაწყვეტილებებით და სისტემური მიდგომებით გახდეს ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისათვის და კარგი პრაქტიკის მქონე ქალაქი, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.


ნანახია: 180-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროკავშირის ამ ინიციატივას მოაწერა ხელი.
კონფერენციაში მონაწილე თვითმმართველი ქალაქების მერები აცხადებენ, რომ კონფერენციაზე მიღებულ გამოცდილებას თავიანთ მუნიციპალიტეტებში

ამინდი