Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში მამებმა პატარებს ზღაპრები წაუკითხეს

თარიღი : 18-05-2022, 19:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის საბავშო ბაღებში პატარებს ზღაპრები მამებმა წაუკითხეს.

ინიციატივა, რომელიც ბავშვთა აღზრდის პროცესში მამების ჩართულობას გულისხმობს, ხარაგაულის ბაღების გაერთიანებას და გენდერული თანასწორობის საბჭოს ეკუთვნის.

„პროექტი „მამა მიკითხავს ზღაპარს“ 2019 წლიდან, პანდემიის გამო აღარ ჩატარებულა. ნებისმიერ პატარას განურჩევლად ასაკისა, ძალიან უყვარს ზღაპრების მოსმენა. როგორც წესი, მათი პირველი წიგნი სწორედ ზღაპრების წიგნია. საერთოდ, მამების ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მონაწილეობით მომავალშიც არა ერთი ღონისძიება ჩატარდება,"-ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
https://i.postimg.cc/59Cp8Jxk/image.jpg
მამებს საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ და სკოლამდელ დაწესებულებათა ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა სპეციალური სიგელები გადასცეს. დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ მამების ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.


ნანახია: 213-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი