Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ცხოვრების ჯანსაღი წესი ადამიანისათვის ცხოვრების სხვა სტილია"

თარიღი : 24-05-2014, 15:55 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„როდესაც მისდევ სპორტის რომელიმე სახეობას, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ეს ფეხბურთი იქნება,კალათბურთი,ფრენბურთი თუ სხვა, ყოველთვის ფორმაში ხარ. მხნედ და ჯანსაღად გამოიყურები“, - ასე წარმოუდგენია სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის უპირატესობები დემურ ივანიაძე. ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.

24 წლის დემურ ივანიაძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით დაასრულა. ამჟამად ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საჯარო მმართველობის სპეციალობას ეუფლება. სწავლის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტსა თუ ტრენინგ-სემინარში. ამჟამად არის პროექტ "ღია თვითმმართველობის" მონაწილე,რომელსაც სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ახორციელებს.
„ თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს.მიუხედავად ამისა,ყოველთვის ვცდილობ გამოვნახო დრო განტვირთვისთვის.უმეტეს შემთხვევაში ვეცნობი ქართულ და უცხოურ ლიტერატურას.ასევე ვუსმენ პოპ მუსიკას. მიმაჩნია,რომ სპორტი და ზოგადად,ცხოვრების ჯანსაღი წესი ადამიანისთვის ცხოვრების სხვა სტილია. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ახალგაზრდები ნაკლებ ინტერესს იჩენენ სპორტის მიმართ.ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს.მაგ: მათთვის საინტერესო სპორტის სახეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა, მატერიალური შესაძლებლობების არ ქონა და ნაკლები ინფორმირებულობა სპორტის ზოგიერთი სახეობის მიმართ. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომპირველ რიგში, ჰქონდეთ მიზანი და მიზნის მისაღწევად საჭირო მოტივაცია. იყვნენ აქტიურები როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო,ისე სპორტულ ღონიძიებებში, ასევე პროექტებში. ნუ დაიზარებენ მოხალისეობრივ საქმიანობას, ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობას. მეტი გამბედაობა,მეტი ჩართულობა და მეტი აქტიურობა დაეხმარება მათ საკუთარი თავის თვითრეალიზაციაში,“ - ამბობს დემურ ივანიაძე.
ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდა თვლის, რომ სპორტით რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაკავებისათვის პირველ რიგში, სპორტის ყველა სახეობის თანაბარი განვითარებისათვის ხელშეწყობა და მათი მეტად პოპულარიზაციისათვის სხვადასხვა სპორტული ღონისძიების მოწყობა უნდა მოხდეს.
„ხშირად ვეცნობი ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამასურის საქმიანობას.ყოველთვის ვცდილობა მონაწილეობა მივიღო მათ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებში.ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, იყო 2014 წლის ზამთრის ბანაკი ბაკურიანში. დარწმუნებული ვარ,მომავალში აღნიშნული სამსახური არაერთ საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებს.ამიტომ ახალგაზრდებს ვურჩევ, ხშირად გაეცნონ მათ სიახლეებს და მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში,“ - ამბობს დემურ ივანიაძე.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 1954-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.

ამინდი