Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენი სამოსი ჩვენი ისტორიაა,'-ხარაგაულში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

თარიღი : 18-05-2022, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა.

„ჩვენი სამოსი ჩვენი ისტორიაა!“- ამ სახელწოდებით მოეწყო მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში, რომელსაც ეროვნულ კოსტიუმებსა და აქსესუარებში გამოწყობილი მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ - ების თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.

კოსტიუმირებული მსვლელობა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოდან დაიწყო.

ქართული ეროვნული სამოსის გაცოცხლებული ისტორიაში, ყველაზე პატარა პერსონაჟებიც მონაწილეობდნენ. მსვლელობას პერფომანსით შეუერთდა ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,მთიები“-ს მოცეკვავეები.

"უკვე წლებია ხარაგაული 18 მაისს განსაკუთრებულად ხვდება. ეროვნული სამოსის დღე ეს არის გაცოცოხლებული ისტორია. ამ დღით იწყება მუზეუმების საერთაშორისო კვირეული, რომელშიდაც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. ვულოცავ ყველას ამ დღეს , განსაკუთრებით მუზეუმის თანამშრომლებს,"-ამბობს ნინო დიდიძე.
https://i.postimg.cc/vH9ss26j/image.jpg
,,ერთ-ერთი ულამაზესი დღეა და ეტყობა კიდეც ეს განწყობა ხარაგაულის ქუჩებს, დიდი თუ პატარა კოსტიუმებშია, თითქოს ჩვენ თვალწინ ისტორიული ფრაგმენტები ცოცხლდება. ეს მართლაც გამორჩეული დღეა,"-ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი.

,,ძალიან მიხარია ყოველთვის 18 მაისი, როდესაც მაქვს შესაძლებლობა შევიმოსო ეროვნული სამოსით და ვიგრძნო ეს სიმდიდრე, იდენტობა. ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანი უნდა შემოგვიერთდეს. ამ დღეს ხარაგაულში ყოველთვის დიდი სიხარული და ამაღებული განწყობა ახლავს,"-თვლის ირინე ჩხეიძე.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით მუზეუმების საერთაშორისო დღეს რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნა. საგანმანათლებლო პროექტი „მოხალისე გიდების“ ფარგლებში, მუზეუმის დარბაზებში, დამთვალიერებელს გიდობა გაუწიეს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის და საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ისტორიული მუზეუმის ეზოში სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იყო სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

ეროვნული სამოსის დღე საქართველოში წელს მეოთხედ აღინიშნება და მასში ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქია ჩართული.


ნანახია: 224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.
ეროვნულ თემატიკას მიეძღვნა რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მსვლელობა ფოლკლორული კონცერტით დასრულდა.
topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებების პროგრამას:

ამინდი