რა ქონებას ფლობს ქუთაისის მერი?
თარიღი : 18-05-2022, 14:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მკითხველისათვის გაცნობას.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის 28 მარტს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, მერი ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მერის დედა ეთერ კუტივაძე თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში ორ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელთაგან ერთი 2021 წელს შეიძინა, ხოლო მეორე 2019 წელს მემკვიდრეობით მიიღო.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მერის მეუღლე ნინო ბანძელაძე მსუბუქ ავტომობილს, „ფორდ ფუჟენს“ ფლობს, რომელიც 2019 წელს, 5 800 დოლარად აქვს შეძენილი.
დეკლარაციის მიხედვით, მერი ან მისი ოჯახის რომელი წევრი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და წილს კომპანიებში.
მისი მეუღლე ნინო ბანძელაძე სოციალური მომსახურების სააგენტოშია დასაქმებული.