Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის გუნდი შეცდომით გამარჯვებულად გამოაცხადეს

თარიღი : 17-05-2022, 23:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გადაცემაში "წიგნების თარო" წყალტუბოს სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის გუნდის ნაცვლად, გამარჯვებულად შეცდომით, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლის გუნდი გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით "წიგნების თარო" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"მოგეხსენებათ, ხუთშაბათს, 12 მაისს, ეთერში გავიდა "წიგნების თაროს" მე-12 სასკოლო სეზონის მერვედფინალი, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლის და ოფშკვითის საჯარო სკოლის გუნდები. უაღრესად დაძაბული თამაში დასრულდა ქუთაისის გამარჯვებით.

გადაცემის გადახედვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ თამაშში გაიპარა ხარვეზი, რამაც პირდაპირ იმოქმედა თამაშის შედეგზე.

პირველ რიგში, ძალიან ვწუხვართ აღნიშნული შეცდომის გამო. ბოდიშს ვუხდით თითოეულ მოთამაშეს. გულწრფელად განვიცდით მომხდარს და ვიაზრებთ საკუთარ შეცდომას. ჩვენთვის სამართლიანობა ყოველთვის მთავარი პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით კი მივიღეთ ორმაგი გადაწყვეტილება: 1. თამაშში გამარჯვებულად გამოცხადდეს და შესაბამისად, მეოთხედფინალიდან ასპარეზობა გააგრძელოს ოფშკვითის საჯარო სკოლამ. 2. იმ უხერხულობისთვის, რომლის გადატანაც ქუთაისურ გუნდს ჩვენი შეცდომის გამო მოუწია, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლის გუნდი, არსებული შემადგენლობით, ავტომატურად განთესილ იქნას "წიგნების თაროს" მე-13 სასკოლო სეზონის მეოთხედფინალში.

გადაწყვეტილებები ორივე გუნდთან შეთანხმებულია. მადლობა მათ პრობლემის აღმოფხვრაში თანამშრომლობისთვის და გაგებისთვის,"-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 271-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუნდმა საფინალო ბრძოლაში თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამარცხა.
5 მოსწავლის მგზავრობა + 1 მოსწავლის საორგანიზაციო შესატანი ქუთაისის მერიამ სრულად დააფინანსა.

ამინდი