ქუთაისში ვირუსული მენინგიტის კიდევ 6 შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსული მენინგიტის 5 და ჩირქოვანი მენინგიტის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
გასული 24 საათის განმავლობაში სულ სამედიცინო დაწესებულებას 70-მდე პირმა მიმართა.
მაღალი მიმართვიანობის გამო საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში მუშაობს , რის შედეგადაც ექიმებს პაციენტების გასინჯვა დერევანში უწევთ. მთავარი ექიმი ნანა გონგაძე მოსახლეობას ურჩევს ჯერ ოჯახის ექიმს მიმართონ და მხოლოდ დიაგნოზის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მივიდნენ საავადმყოფოში.
„ხალხი პანიკიაშია ამიტომ საავადმყოფოსთან მცირეწლოვმნების რიგი დგას. მე ვთხოვ ოჯახის ექიმებს, რომ თავიანთი უბნის მცირეწლოვნები თავად გასინჯონ და რაიმე ეჭვის შემთხვევაში გადმოამისამართონ ინფექციურ საავადმყოფოში,“- აცხადებს ნანა გონგაძე.
ცნობისთვის, აპრილიდან დღემდე ინფექციურ საავადმყოფოს 300-მდე ადამიანმა მიმართა. მათგან მენინგიტი მხოლოდ 60-მდე მცირეწლოვანს დაუდგინდა.