Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

26 მაისს ქუთაისში სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება

topnews.com.ge
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა თვითმამრთველ ქალაქში ერთდროულად დღის 12 საათზე დაიწყება. ქუთაისში პირველი ღონისძიება ბაგრატის ტაძარზე გაიმართება, სადაც ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი მრავალჟამიერს შეასრულებს. ამის შემდეგ საჩვენებელ პროგრმას გამართავენ ჩოხოსნები. ბაგრატის ტაძარზევე მოეწყობა საბრძოლო ხელოვნების ჩვენება. პარალელურ რეჟიმში პირველად ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დაიწყება ფოლკლორის ფესტივალი. ფესტივალის მონაწილეები 40 წუთიანი პროგრამის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღლუმს მოაწყობენ. აღლუმში მონაწილებას მიიღებენ სხადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები. დღის სამ საათზე მოედანზე შეკრებილები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს,რის შემდეგაც ცენტრალურ მოედანზე სპეციალურად ამ დღისთვის დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით მოხდება პირდაპირი ჩართვა თბილისში ახალწვეულების ფიცის მიღების ცერემონიალიდან.
მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი დღის 1 საათზე უმასპინძლებს უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლების, სტუდენტების, საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და ბავშვთა სოფლის აღსაზრდელების ხელნაკეთი ნიმუშების გამოფენას.
დღის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება კი ფალიაშვილის ქუჩაზე დაიწყება. ფალიაშვილზე დღის მეორე ნახევრიდან მოეწყობა მძიმე ტექნიკის, არტილერიის, ოპტიკური შეიარაღებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის გამოფენა. წელს საქართველოში სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. ტექნიკის დემონსტრირებას მხოლოდ გამოფენის ხასიათი ექნება.
26 მაისის ღონისძიებებს საღამოს ცხრა საათზე ფეიერვერკი და ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტი დაასრულებს.
მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის ცენტრალურ მოედანთან მისასვლელი გზები გადაკეტილი იქნება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში კულტურისა და ინფრასტრუქუტრისა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმა.


ნანახია: 2431-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცენტრალურ მოედანზე სცენის სამონტაჟო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღეს დაასრულებს გალა კონცერტი და ლაზერული შოუ ცენტრალურ მოედანზე
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 ათასი ლარი დაიხარჯა.
გამოფენის დათვალიერება რიგით მოქალაქეებსაც შეუძლიათ
ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 16:00 საათზე, სასტუმრო 'ბაგრატი 1003'-დან დაიწყება.
ქუთაისში, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მთელი დღის მანძილზე აღინიშნება.

ამინდი