იპოთეკარები-ხალხს რევოლუციის მოწყობის მეტი არაფერი დარჩენია
თარიღი : 4-09-2013, 17:00 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეთა წარმომადგენელი ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველს შეხვდა. ლარისა გაგუას თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მათი პრობლემების გადასაწყვეტად მზად არ არის.
„მრჩეველი დაგვპირდა, რომ ამ თემის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეს დაელაპარაკება, თუმცა მთავრობა რას გადაწყვეტს, არ იცის. ჩვენარ მივატოვებთ აქციებს და ის უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. როცა ოჯახს გარეთ გისახლებენ და შვილები ქუჩაში გრჩება, ხალხს რევოლუციის მოწყობის მეტი არაფერი დარჩენია,“ - ამბობს ლარისა გაგუა.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან პლაკატებით იმყოფებიან, რომლის საშუალებით ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებებს ახსენებენ.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა მოთხოვნას გამოსახლებების შეჩერება და გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას ითხოვენ. კანონი, რომელიც გამოსახლებების შეჩერებას 2014 წლის პირველ იანვრამდე ითვალისწინებდა, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა მთავრობის უარყოფითი პოზიციის გამო შეჩერებულია.