Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მხიარული სტარტები,'-საინტერესო და მხიარული თამაშები ხარაგაულელი ბავშვებისთვის

თარიღი : 13-05-2022, 19:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი დღეს კიცხის საჯარო სკოლაში ,,მხიარულ სტარტებს“ შეუერთდა.

"მხიარული სტარტები“ ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმატებული პროექტია. დღეს პირველი ზონალური შეხვედრა კიცხში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს კიცხის, ვარძიის და ბორის სკოლა-პანსიონის გუნდები შეხვდნენ.
https://i.postimg.cc/xT77spZ3/image.jpg
ახლადაშენებული სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე, საინტერესო და მხიარულ თამაშებში ჩართულ ბავშვებს კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე ამხნევებდნენ.

ფინალურ შეჯიბრში ვარძიის საჯარო სკოლასთან ერთ ქულიანი უპირატესობით ბორის სკოლა-პანსიონის გუნდმა გაიმარჯვა.

"მხიარული სტარტები“ ასევე ჩატარდება ვერტყვიჭალის, მარელისის და დაბის ზონებზე. ფინალური შეხვედრა ხარაგაულის სპორტდარბაზში გაიმართება.

გამარჯვებული გუნდები ხარაგაულის მერიის მიერ მაისურებით და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.


ნანახია: 204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საბავშვო გასართობ პროექტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ერთმანეთს სხვდასხვა სპორტული სახის დაბრკოლებების გადალახვაში ეჯიბრებიან.