სამსონ გუგავა: ქუთაისის მოსახლეობა და არა მარტო ქუთაისის მოსახლეობა მზად არის ლეიბორისტებს დაუჭიროს მხარი

„საზოგადოების რისხვა დაატყდება ხელისუფლებას თავზე თუ გონს არ მოეგება, თუ ის არჩევნების გაყალბებას შეეცდება,“ - ეს განცხადება ქუთაისში, „ლეიბორისტების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა სამსონ გუგავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
გუგავამ უქიმერიონის სამაჟორიტარო ოლქში დღეს, პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რაინდი ჩაჩავა წარადგინა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისის მოსახლეობა და არა მარტო ქუთაისის მოსახლეობა მზად არის ლეიბორისტებს დაუჭიროს მხარი. უბრალოდ მე შეშფოთებული ვარ, გული მტკიცა როგორი განრისხებული არის ხალხი. ამის მიზეზი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. მათ უნდა ეშინოდეთ, ეს რისხვა მათ დაატყდებათ თავზე და როგორ სძინავთ ღამე მაგ უბედურებს,“ - აცხადებს სამსონ გუგავა.