Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თეა წულუკიანი: ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე

თარიღი : 3-05-2022, 17:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. დღეს, ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ გადასცეს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც, ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ. ფედერაციის წინაშე მდგარი ამ გამოწვევის შესახებ 2021 წლის სექტემბერში მინისტრმა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგად მიიღო ინფორმაცია და დაპირდა, რომ სამინისტრო აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს. დაპირება შესრულდა და დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას უკვე ჰყავს სამი ცხენი. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოჰყო.

„ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე,“-აღნიშნა თეა წულუკიანმა.


ნანახია: 200-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საცხენოსნო კლუბი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შედის.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ქალაქი საცხენოსნო კლუბს მხოლოდ სამი-ოთხი თვის მანძილზე შეინახავს.
ქუთაისის მერიამ ქალაქის კუთვნილი საცხენოსნო კლუბის გასხვისება გადაიფიქრა.
10-მდე ცხენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან ბალახობს.
ჩემპიონატი 16–დან 22–ივნისის ჩათვლით ესტონთში, ტალინში ჩატარდება.

ამინდი