'ტორპედო'-ს მთავარმა მწვრთნელმა კლუბი დატოვა
თარიღი : 3-05-2022, 15:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში,"-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კლუბის გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდნენ და მის წასვლას ითხოვდნენ.