Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს”

თარიღი : 2-05-2022, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს. 5 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გავრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და წვიმა, ზოგან ძლიერი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2 და 5 მაისს +14, +16, ხოლო 3-4 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება.


ნანახია: 208-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი