Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი ხონის სოფელში მთავრობის დაფინანსებით გაშენებული დაფნის პლანტაცია დაათვალიერა

თარიღი : 30-04-2022, 18:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში მდებარე დაფნის პლანტაცია დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ შპს ,,ბ&ნ“ გარდა 82 ჰა-ზე დაფნის პლანტაციის გაშენებისა, გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია მიაწოდა, კომპანია „ბ & ნ“ ახალ მრავალწლოვან ბაღს 25 ჰექტარზე სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით აშენებს. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 1,200 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა.

სახელმწიფო თანადაფინანსება 15,2 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, დაფნა 249 ჰექტარზე გაშენდა, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2.4 მლნ ლარს აჭარბებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ფერმერების დახმარებას.

პრემიერთან ერთად დაფნის პლანტაციაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


ნანახია: 257-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოცვის ბაღი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 10 219.2
კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის

ამინდი