ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში, სადაც გზა ათწლეულები არ შეკეთებულა, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თარიღი : 29-04-2022, 11:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ნიკეას ქუჩის N7 ჩიხში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში დაწყებულია გზის კაპიტალური შეკეთება. მათივე ცნობით, ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოებს შპს „დაგი+“ აწარმოებს. ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხის რეაბილიტაციისთვის 416 624 ლარია გამოყოფილი და ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება. გზის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება.
„ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის საგრანტო პროექტების განხორციელება. დღეს ვიმყოფებოდით ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში, სადაც სწორედ ამ პროექტით დაფინანსდა გზის რეაბილიტაცია. ეს გზა ათწლეულებია არ შეკეთებულა. 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯება ამ ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. განახლდება ასფალტო-ბეტონის საფარი, გაკეთდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.
რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნეს-სექტორს, რომლებიც ამ ქუჩით სარგებლობენ, მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ ქალაქის სხვა უბნებთან დაკავშირება,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.