ვანის მერიის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს
თარიღი : 28-04-2022, 17:16 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და მონაწილეობით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონალური სისხლის ბანკის სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს, მოსახლეობას, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ა(ა)იპ დაწესებულების წარმომადგენლებს ადგილზე მოემსახურა.
"ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციაში პერიოდულად იღებს მონაწილეობას.
თითოეული ადამიანის მიერ გაღებული სისხლი მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ არ მოხდეს მისი დეფიციტი, რათა საკმარისი მარაგი არსებობდეს საჭირო დროს.
სისხლის უანგაროდ გაღებას შეუძლია უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
ყველა ჯანმრთელ ადამიანს 2 თვეში ერთხელ შეუძლია სისხლის ჩაბარება,"-აცხადებენ ვანის მერიაში.