ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში 100–მდე მოზარდი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსული მენინგიტის სიმპტომებით მიმართვიანობა ყოველ საათში იზრდება. გასული 24 საათის განამვლობაში სამედიცინო დაწესებულებას 100–მდე მოზარდმა მიაკითხა, თუმცა, ვირუსული მენინგიტი მათგან მხოლოდ 6 პაციენტს დაუდგინდა. ექიმების თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება.
პაციენტთა ასაკი 4–დან 8 წლამდეა.
საქართველოში მენინგიტის შემთხვევების გახსირების გამო მედიკოსები მოზარდების მშობლებს ბავშვებში ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.
პაციენტთა ასაკი 4–დან 8 წლამდეა.
საქართველოში მენინგიტის შემთხვევების გახსირების გამო მედიკოსები მოზარდების მშობლებს ბავშვებში ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.