Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოთხ უკრაინელ ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ

თარიღი : 27-04-2022, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებით, ხარაგაულის მერიის და ხარაგაულელი ხალხის სახელით, ოთხ უკრაინელ ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ქალაქ ხერსონიდან და ხარკოვიდან ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილები, სოფელ ჩხერში, ვარძიასა და პატარა ხარაგაულში მასპინძელ ოჯახებში აგრძელებენ ცხოვრებას.

მერის მოადგილემ დავით დევდარიანმა, უკრაინელი ლტოლვილები სოციალური სამსახურის უფროსთან ნანა კიკნაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის უფროსთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად მოინახულა.

"შეხვედრისას, უკრაინელებმა ყურადღებისთვის უზომო მადლიერება გამოხატეს.
დროული რეაგირების მიზნით, ჩანიშნული იქნა ის საჭიროებები, რაც უკრაინელი ოჯახების წინაშე დგას. მერიის სოციალური სამსახური მუდმივ კონტაქტზეა ლტოლვილებთან და მათ სხვადასხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურად ეხმარება. ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის აქტივობები უკრაინელების მხარდასაჭერად კვლავ გაგრძელდება,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 288-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი