Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მერი თანამშრომლებთან ერთად, დასუფთავების აქციაში ჩაერთო

თარიღი : 19-04-2022, 18:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა.

გარემოს დაცვის მიზნით მიმდინარე აღნიშნული აქცია, ვანის მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა, რომელშიც ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან, საჯარო მოხელეებთან, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან და ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაერთო.

საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს დაფუძნდა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

კამპანიის ფარგლებში, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს გაწმენდა ხდება. აქციის მიზანი სუფთა გარემოს შენარჩუნება გაუმჯობესების მიზნით, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობაა.

დედამიწის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.


ნანახია: 218-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
„ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა...ჩვენი პასუხისმგებლობა“
ქუთაისში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. დღის
დასუფთავების აქცია ქუთაისში, მუხნარის ტყე-პარკში მოეწყო.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების

ამინდი