Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენი მიზანია, 'მწვანე ქალაქის' სტატუსი გვქონდეს,'-ქუთაისში მუხრანის ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება

თარიღი : 14-04-2022, 22:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მუხრანის ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება.

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის თქმით, პროექტი უკვე მზად არის და მალე გაფორმდება ხელშეკრულება. როგორც მერი ამბობს, 3 წლის განმავლობაში, ჩეხური კომპანია ქართულ მხარესთან ერთად მოახდენს ტყე-პარკის მდგომარეობის შესწავლას, ანალიზს და იმ ღონისძიებებს შეიმუშავებს, რომლებიც მუხრანის ტყის გადასარჩენად აუცილებელია.

"რამდენიმე თვის უკან ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრა ჩვენს ჩეხ პარტნიორებთან, რომელიც ინიცირებული იყო ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ლომინაძის, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის, სამინისტროს და ჯგუფ „ ქართუს“ მიერ. შეხვედრის მიზანი იყო მუხნარის ტყე-პარკის რეაბილიტაცია.

ერთობლივად მომზადებული პროექტი დააფინანსა ჩეხეთის განვითარების სააგენტომ. ჩვენ დღეს ისევ შევხვდით ჩეხ პარტნიორებს.

ეს ტყე-პარკი ქუთაისისთვის არის უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო სივრცე. ჩვენი მიზანია, რომ „მწვანე ქალაქის“ სტატუსი გვქონდეს და მუხნარის ტყე-პარკზე ზრუნვა ამ სტატუსის მოსაპოვებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია,"-ამბობს ქუთაისის მერი.


ნანახია: 357-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყის მდგომარეობას შეისწავლიან.
ქუთაისში, მუხნარის ტყე -პარკი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა ქალაქის მერთან, ვიცე-მერებთან, საკრებულოს
სკეიტბორდის მოედანი ქუთაისი მერმა გიორგი ჭიღვარიამ შვილთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა, რომლებიც პარკის მოწყობას 7 წლის

ამინდი