Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თემურ შაშიაშვილი: სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ

თარიღი : 22-05-2014, 14:27 | კატეგორია: პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„მე ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას ვამყარებ სიყვარულზე. სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ. მე არ ვიქნები პარტიული მერი. ქუთაისისათვის დღეს მთავარია ეროვნული იდეის ქვეშ გაერთიანება,“ - ეს განცხადება ქუთაისის მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა დღეს საკუთარ სახლში, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე გააკეთა.
შაშიაშვილის თქმით, ქუთაისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც საკუთარი თავით დადის. მერობის კანდიდატმა ქალაქის ფუნქციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქუთაისი ინტელექტუალური, საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა გახდეს. მისი თქმით, ქუთაისში უნდა გადმიოვიდეს ტექნიკური უნივერსიტეტი და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ფილიალი.
მერობის კანდიდატმა მერობის სხვა კანდიდატებს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბაგრატის ტაძარში შეკრებისაკენ მოუწოდა. თემურ შაშიაშვილი ქუთაისის მერად კენჭს „ნინო ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციიდან“ იყრის.


ნანახია: 2159-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შაშიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისს იგნორირება გაუკეთა და ის რიგითი ქალაქის სიაში შეიყვანა. მერობის კანდიდატის თქმით, ძლიერი
შაშიაშვილი არჩევნების გაყალბების დიდ ალბათობაზეც საუბრობს.
მანდატების გადაცემას არ ესწრებოდნენ გიორგი თევდორაძე და თემურ შაშიაშვილი
შაშიაშვილმა არჩევანი ქუთაისში, 36-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ #96 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
შაშიაშვილის თქმით, წლის მეორე ნახევარში მეწარმეებს რეპრესიები ელოდებათ, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი რთულ მდგომაროებაშია.

ამინდი